ვიდეო გადაღება თბილისში და მთელ საქართველოში

აღწერა, აღჭურვილობა და ხარისხი

ვიდეო გადაღება კამერაზე და დრონიდან ნებისმიერი ღონისძიებისთვის, ბიზნესისთვის და პროექტისთვის.

კამერა
უსარკო კამერა Sony A7IV. პრემიუმ ხარისხის ორიგინალური Sony G-master სერიის ლინზების.
სტაბილური კადრებისთვის ვიყენებთ სტაბილიზატორა DJI Ronin RSC2, კამერის შიდა სტაბილიზაციას ან შტატივს.
მრავალკამერიანი გადაღებისა და პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზების შესაძლებლობა.

კლიპების და სარეკლამო რგოლების გადაღება ხთება მაღალი კადრების სიხშირით - 100 კადრი წამში, რათა იყოს მიღწეული შენელებული მოძრაობის ეფექტი.

ვერტიკალური რილსების ჩაწერის დროს ვიყენებთ ვერტიკალურ სამაგრს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ კამერა სტაბილიზატორზე DJI Ronin RSC2 ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა ჩაიწეროს ვერტიკალური ვიდეოები ქანაობის გარეშე.

ხმა
მაღალი ხარისხის აუდიო ჩაწერისთვის გამოიყენება შოტგან მიკროფონი Rode VideoMic NTG და ლაპელური მიკროფონი.

გარეთ გადაღებისას, მაღალი ხარისხის ხმის ჩასაწერად, გამოიყენება მიკროფონის გაძლიერებული ქარისგან დაცვა. Rode VideoMic NTG მიკროფონის შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს შეამციროს დაბალი სიხშირეები და ასევე ფონური ხმაური, როგორიცაა მანქანის გუგუნი და ა.შ.

კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებისთვის აუდიოს ჩაწერა შესაძლებელია Zoom აუდიო რეკორდერის გამოყენებით.

განათება
გვაქვს LED განათება თავისი სოფტ ბოქსებით, ორი სადგამი, საერთო სიმძლავრით 520 W.

პროგრამული უზრუნველყოფა
ვიდეოს მონტაჟი ხორციელდება პროფესიონალურ ვიდეო რედაქტორში Adobe Premiere PRO.

საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ვიდეოდან არასაჭირო დეტალების მოსაშორებლად, გამოიყენება Adobe After Effect. აუდიოს გასუფთავებისთვის გამოიყენება Adobe Audition.

დაბალი განათების პირობებში გადაღებული ვიდეოებისთვის გამოიყენება სპეციალური პლაგინი, რომელიც ასრულებს გამოსახულების ხმაურის ("Noise") შემცირებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვიდეოს ხარისხს.

ხარისხი და რეზოლუცია
ვიდეოს ჩაწერა 4K და FHD ხარისხში.
ვიდეო გადაღება დრონიდან 4K ხარისხში.

მუსიკა
რეკლამის შექმნისას გამოიყენება ლიცენზირებული მუსიკა, რომელიც გაძლევთ მისი ოფიციალური გამოყენების უფლებას კომერციული მიზნებისთვის.

კონტაქტები

გადაღების მიმართულებები

გადაღების მიმართულებები:


ფიზიკური პირებისთვის

- ქორწილი
- ნათლობა
- დაბადების დღე
- ღონისძიება
- ინდივიდუალური გადაღება
- სტუდიური გადაღება
- ოჯახური გადაღება
- ბავშვების გადაღება
- ბოლო ზარი
- მუსიკალური კლიპი


ბიზნესისთვის  

- სარეკლამო გადაღება
- რეპორტაჟი/ინტერვიუ/ფილმი
- ქარხნები/წარმოება
-რილსის (Reels) გადაღება
- კორპორატიული
- ინტერიერი
- საქონლის (ნივთების) გადაღება
- ავტომობილები
- მუსიკალური კლიპი 


და მრავალი სხვა.

ვიდეოგადაღება

ქორწილის ვიდეოგადაღება

ქორწილის დღე - განსაკუთრებული დღეა, რომელიც უნდა დარჩეს წყვილის, ნათესავების და ახლობლების მეხსიერებაში ბედნიერი და ნათელი მოგონებებით. 

ვიდეოგადაღება   ყველაზე უკეთესად აფიქსირებს და იმეორებს მომავალში ამ ისტორიულ მომენტებს თქვენი ოჯახისთვის.

ვიდეოგადაღებას აქვს მეტად უფრო ძლიერი აღქმა და შთაბეჭდილება ადამიანისთვის ვიდრე სურათს. ვიდეოში ხედავთ მოქმედებას, გესმით ახლობლების ხმა, სიცილი, ემოციები, მოლოცვები...

გთავაზობთ ორი სახის ვიდეორგოლს: საქორწილო კლიპი ან/და საქორწილო ფილმი.

საქორწილო კლიპი - 2-3 წუთიანი ლამაზი ვიდეორგოლი  მუსიკის ფონზე, საუკეთესო მომენტები, შენელებული კადრები (Slow motion), ორიგინალური ფერი, ვიდეოზე კინოსნაირი შავი ზოლები ზემოდან და ქვემოდან. კლიპის გადაღება ხდება კადრების მაღალი სიხშირით (FPS 120 კადრამდე წამში) იმისათვის რომ ვიდეო ლამაზად და ხარისხიანად შენელდეს მონტაჟის დროს.

საქორწილო ფილმი - 1-2 საათიანივიდეო, რომელიც შედგება მთელი დღის გადაღებული მასალისგან (წყვილის მომზადების პროცესი სილამაზის სალონში ან სახლში, ჯვარის დაწერა, გასეირნება, წყვილის და ნათესავების ინტერვიუ, ზეიმი რესტორანში).

ჩაწერეთ თქვენი ბედნიერი მომენტები ოჯახის ისტორიაში ვიდეოგადაღებით.

ბიზნესისთვის ვიდეო გადაღება

კონფერენცია სფეროში: IT სასტუმრო ბიზნესში 

მონაწილეები - დუბაის წამყვანი კომპანიები.

ნებისმიერი ბიზნეს ღონისძიების გადაღება:

კონფერენციები, პრეზენტაციები, ლექციები, სემინარები, ფორუმები, ვებინარები და ა.შ. თბილისის და რეგიონების საუკეთესო ბიზნეს ცენტრებში, მათ შორის აქსის თაუერში (Axis Towers).

კორპორატიული კლიენტების გეოგრაფია: არაბთა გაერთიანებული საამიროები (დუბაი), ინდოეთი, რუსეთი, იტალია, თურქეთი.

სამშენებლო კომპანიებისთვის დრონით

ვიდეო გადაღება

მშენებლობის გადაღება მთელი საქართველოს მასშტაბით. კორპუსების მშენებლობა, ბიზნეს ცენტრების, ქარხნების  და სხვა ნაგებობის მშენებლობა, გზების მშენებლობა და ა.შ. 

მშენებლობისთვის დრონით გადაღება განსაკუთრებულად აქტუალურია როგორც სარეკლამო რგოლებისთვის ასევე დამხმარე ხედებისთვის მშენებლობაში. 

სარეკლამო და პრომო რგოლებისთვის, როგორც წესი, ხდება შემდეგი სამუშაობების გადაღება: ბეტონის დასხმა (საძირკვლის ან გადახურვის), მონტაჟის განხორციელება და ა.შ.

ექსკურსიების და ტურების ვიდეო გადაღება

ექსკურსიების და ტურების გადაღება მთელ საქართველოში. 

გადაღება კამერით და დრონით რომელიც აფიქსირებს ბუნების და ადგილის სილამაზეს.

ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონები:

თბილისი, წმინდა სამების ტაძარი, მშვიდობის ხიდი, ძველი თბილისი, მცხეთა, მონუმენტი "საქართველოს მატიანე", წმინდა სამების ტაძარი გერგეთში, ყაზბეგი, გუდაური, "მშვიდობის მონუმენტი", "ბრილიანტის ხიდი" წალკის კანიონხზე (დაშბაში), მარტვილის კანიონი, კახეთი, სვანეთი, რაბათი, ბათუმი, მონუმენტი ნინო და ალი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ანაკლია, ბორჯომი, ანანური, უფლისციხე, ვარძია, ბაგრათის ტაძარი ქუთაისში, დადიანების სასახლე ზუგდიდში და მრავალი სხვა.

კორპორატიული ღონისძიების ვიდეო გადაღება

სარეკლამო ვიდეო გადაღება

სარეკლამო ვიდეო გადაღება ნებისმიერი, კომპანიისთვის, პროექტისთვის, საქონლისთვის, სერვისისთვის და ასევე საიმიჯო ვიდეო. 

თქვენი პროდუქტის აღწერა, საუკეთესო თვისებები და უპირატესოება ერთ მოკლე ვიდეოში. 

რეკლამა - თქვენი კომპანიის და პროდუქტის უპირატესობაა კონკურენტების წინაშე.

ვიყენებთ ლიცენზირებულ მუსიკას, რომელიც გაძლევთ მისი ოფიციალური გამოყენების საშვალებას. 

შეუკვეთეთ სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც გააცნობს თქვენ პროდუქტს თვქენ პოტენციალურ კლიენტებს და გაზრდის გაყიდვებს.

ინტერიერის და ექსტერიერის ვიდეო გადაღება

ნივთების და საქონლის ვიდეო გადაღება

მუსიკალური კლიპების ვიდეო გადაღება

დრონით ვიდეო გადაღება 4K

საჰაერო დრონით გადაღება 4K ხარისხში: კლიპებისთვის, ფილმებისთვის, მშენებლობისთვის, მერიისთვის, გრგ-სთვის, დაკარგული ცხოველების ძებნა და ა.შ.

საქონლის ვიდეო გადაღება

საქონლის/ნივთების გადაღება ბიზნესისთვის. გადაღება ინტერნეტ მაღაზიებისთვის და საიტებისთვის.

კონტაქტები ტელეფონი/WhatsApp/Telegram

გადაღების პირობები

პირობები

დრო და დამრგვალება

მუშაობა 1 საათიდან. დროს დამრგვალება 30 წუთამდე.

ვადები

გააჩნია პროექტს. ყველაზე უბრალო პროექტი დამუშავების და დამონტაჟების გარეშე ბარდება 1 დღეში.

სტუდიის და ლოკაციის ამორჩევა, ვიზაჟისტის და სტილისტის მომსახურება, ავტომობილის დაქირავება, მათ შორის რეტრო ავტომობილების.

ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ!

ვიდეო გადაღება

სარეკლამო, ღონისძიებისთვის, ექსკურსიები, კლიპები, ინტერვიუ და ა.შ.

ფოტო გადაღება

ნებისმიერი ღონისძიებისთვის, ბიზნესისთვის, პროექტოსთვის, ინდივიდუალური ფოტოსესსია, სტუდიურო ფოტოსესსია.

დრონით გადაღება

დრონით (საჰაერო) გადაღება 4K ხარისხში ნებისმიერი მიზნებისთვის

კლიენტები

შეფასებები


CRM-форма появится здесь

შეავსეთ აპლიკაცია


ზარი



კონტაქტები

გამოიწერეთ