ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება, დრონით გადაღება
კარგად გადაღებული პორტრეტი იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე უბრალოდ ვიზუალია – ის გადმოსცემს ადამიანის ხასიათს, ემოციასა და სტატუსს. ჩვენი პროფესიონალური პორტრეტული ფოტოგადაღება მოიცავს როგორც კლასიკურ სტუდიურ პორტრეტებს, ისე თანამედროვე, ქუჩის (Lifestyle) გადაღებებს. იქნება ეს საქმიანი Headshot-ი CV-ისა და LinkedIn-ისთვის, არტ-პორტრეტი თუ პირადი პორტფოლიო, ჩვენ ვქმნით უმაღლესი ხარისხის კადრებს, სადაც მთავარი აქცენტი თქვენს უნიკალურობაზე კეთდება.
დრო და დამრგვალება
მუშაობა 1 საათიდან. დროს დამრგვალება 30 წუთამდე.
ვადები
გააჩნია პროექტს. ყველაზე უბრალო პროექტი დამუშავების და დამონტაჟების გარეშე ბარდება 1 დღეში.
ორგანიზება
სტუდიის და ლოკაციის ამორჩევა, ვიზაჟისტის და სტილისტის მომსახურება, ავტომობილის დაქირავება, მათ შორის რეტრო ავტომობილების.
ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ!