ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება, დრონით გადაღება
სტუდია არის სივრცე, სადაც ამინდი და გარემო ფაქტორები ვერაფერს ცვლის, ხოლო პროფესიონალური განათების აპარატურა საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი შემოქმედებითი იდეა რეალობად ვაქციოთ. ჩვენი სტუდიური ფოტოგადაღება მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს: მოდის (Fashion) ინდუსტრია, ბიზნეს პორტრეტები, იმიჯური გადაღებები თუ პირადი კრეატიული სესიები. დახვეწილი ფონები და უმაღლესი ხარისხის ტექნიკა გარანტიას გაძლევთ, რომ მიიღებთ იდეალურად დეტალიზებულ და შთამბეჭდავ კადრებს.
დრო და დამრგვალება
მუშაობა 1 საათიდან. დროს დამრგვალება 30 წუთამდე.
ვადები
გააჩნია პროექტს. ყველაზე უბრალო პროექტი დამუშავების და დამონტაჟების გარეშე ბარდება 1 დღეში.
ორგანიზება
სტუდიის და ლოკაციის ამორჩევა, ვიზაჟისტის და სტილისტის მომსახურება, ავტომობილის დაქირავება, მათ შორის რეტრო ავტომობილების.
ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ!